logo
ENG


ხაზარაძე: ჯერ უნდა გავიმარჯვოთ, შემდეგ პრეზიდენტი, როგორც გარანტორი, იქნება მთავარი ფიგურა
  • 265ნახვები

ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ეს თუ ის თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი იმიტომ, რომ ძალაუფლება ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ჩვენ ვადგავართ ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას, ეკუთვნის ხალხს, ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი.

ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა.

თქვა ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა