logo
ENG


იუკნევიჩიენე: თუ ოცნება გააგრძელებს ლუკაშენკოს გზას, გადაიხედება მიღწევები ვიზალიბერალიზაციაზეც
  • 270ნახვები

ევროპარლამენტი ძალიან სერიოზულ, ნათელ გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანამშრომლებს ქართული ოცნებიდან, ევროკავშირის წევრობა შეუსაბამოა მათ პოლიტიკასათან. თქვენ ვერ იქნებით პროევროპელი და იმავე დროს კრემლის მხარდამჭერი. თქვენ ვერ დაუჭერთ მხარს ევროპული ცხოვრების გზას და ამავე დროს ვერ დაუჭერთ მხარს სტალინის გზას. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მომავალ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თუ ქართული ოცნება გააგრძელებს ლუკაშენკოს გზას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და გადააფასოს საქართველოსთან ურთიერთობები და მიღწევები ვიზალიბერალიზაციის ჩათვლით.

ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყნოვნებლივ, და უპირობო გათავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა აგოს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაზიანდება. 

ამჟამად საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, ვერავინ იქნება უფრო მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ თვითონ. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს გზას, რომელიც მიდის დემოკრატიული ევროპული ოჯახისკენ. [სინქრონული თარგმანი]

 

თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა