logo
ENG


აუსტრევიჩუსი: არ გვსურს დავაფინანსოთ მთავრობა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური რწმენის საპირისპიროა
  • 243ნახვები

ჩვენ არ გვინდა ფინანსურად ვეხმარებოდეთ მთავრობას, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს პარლამენტში ხმას აძლევენ ისეთ კანონებს, როგორიცაა უცხოური გავლენის კანონი, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულების შესახებ ღიად დისკრიმინაციული კანონი. 

ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია დავაფინანსოთ უცხოეთის მთავრობა, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური რწმენისა და ხაზების საპირისპიროდ იქცევა. 

მე ვწუხვარ, რომ ასე მოხდება. იმედი მაქვს ევროკომისია და საგარეო ქმედების სამსახური მიიღებს შესაბამისს ზომებს, რადგან ეს ვთქვით, ამ მიმართულებით ვიმოქმედებთ. დღეს თუ არა, ხვალ გავიმეორებთ მოწოდებას და საბოლოოდ ამას მივაღწევთ. 

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ეს იქნება ძალიან მკაცრი და უსიამოვნო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მივიღოთ ფინანსური დამხარების შეჩერების შემდეგ, ამ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. დღის წესრიგში ამ საკითხს მე ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემი ზოგი ერთი კოლეგა ღიად ლაპარაკობს ამაზე, როგორც გარდაუვალ გადაწყვეტილებაზე. 

ზოგი ერთი ოფიციალური პირი და ადამიანი საქართველოდან უკვე არიან აშშ-ის სანქციების სამიზნე. თანამშრომლობით შეერთებულ შტატებთან შესაძლოა ჩვენც დავაწესოთ მსგავსი შეზღუდვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიწყებთ ოფიციალური პირებისგან და არა ქართველი ხალხისგან. 

განაცხადა ფორმულასთან ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა, სადაც მან საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კანონები გააკრიტიკა, რის საფუძველზეც, მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.



ასევე ნახეთ
close დახურვა