logo
ENG


კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის მთავარი გარანტია
  • 226ნახვები

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, გამოვიდეს ქუდზე კაცი 26 ოქტომბერს არჩევნებზე და ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებზე.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა