logo
ENG


ხაზარაძე: ბოდიშს ვუხდი სომეხ ერს ოცნების უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო
  • 327ნახვები

ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ.

ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს "ოცნების" უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო.

ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია!

გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში!

ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს!

აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს - ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს!

წერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ხაზარაძე ეხმაურება პროპაგანდისტული, სამთავრობო არხის POSTV-ის ჟურნალისტის შეკითხვას. არხის ჟურნალისტმა ხაზარაძეს ჰკითხა  რატომ მალავს "სომხურ წარმომავლობას".



ასევე ნახეთ
close დახურვა