აი, რამდენი დღე გავიდა, რაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ჩამოვიდა, რომელშიც რამდენიმე ათეული მილიონი გადაიხადა ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ, NGO, ოპოზიციურ მედიურ ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ჩვენ დღეს, პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე? ამაზე ვინმემ მადლობა გადაიხადა?
წარმოიდგინეთ ახლა, რომ ასეთ ხელნაწერში რომელიმე თქვენი სიმპათიის მქონე დონორს დაეხარჯა ფული, აქ ხომ დაიღვრებოდით მადლობებში, ეს ხომ იქნებოდა იმ ქვეყნის დროშების ფრიალის მთელი წარმოდგენა, ეს როგორი წყალობა გაიღოო იმ ქვეყანამ, რომ ჩვენ რაღაც გაგვიკეთაო და ერთი მადლობა ქართველისთვის გენანებათ, რომელმაც აქამდე ამდენი სიკეთე გააკეთა და ახლაც ასეთი სიკეთე გააკეთა.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.