logo
ENG


ბოკუჩავა: ოცნება ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ისტორიულ არჩევნებზე ელოდება
  • 243ნახვები

ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით და ნებისმიერი სხვა წინასაარჩევნო, ივანიშვილის ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, "ტრიუკით", ივანიშვილი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, უარს ეტყვიან სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა, ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დღეს აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებაში და ქართველი ხალხი ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი.

შესაბამისად, ნებისმიერი ყველა სხვა ხრიკი, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თუ ფაბრიკაციით შექმნილი ჩანაწერები, პირადობების კონფისკაცია თუ სხვა, ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ივანიშვილს და ქართულ ოცნებას 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ელოდება.

თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე. სუს-ის მტკიცებით, ხელისუფლების წევრების AI-ით შექმნილი ყალბი ჩანაწერების გავრცელება იგეგმება.



ასევე ნახეთ
close დახურვა