logo
ENG


ბოკუჩავა: ივანიშვილი გასაბჭოებისკენ მიაქანებს ქვეყანას, როცა არსებობს ფანჯარა EU-ში
  • 344ნახვები

ივანიშვილი გასაბჭოებისკენ მიაქანებს ჩვენს ქვეყანას მაშინ, როდესაც არსებობს მართლაც ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა ევროკავშირში, მართლაც არსებობს უნიკალური პოლიტიკური ნება და კონსენსუსი, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად გერმანია, რომელიც ევროკავშირის გაფართოების საკითხს ყოველთვის გარკვეულად სკეპტიკურად უყურებდა. ახლა არსებობს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ გაფართოვდეს ევროკავშირი, დაიმატოს ახალი წევრები და მათ შორის კონკრეტულად დაიმატოს საქართველო.

[ევროკავშირში] ყველა იმეორებს, რომ ევროპა საქართველოს ელოდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად კი არ ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ იყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ არჩევანს 26 ოქტომბერს სწორედ ამის გაცნობიერებით გააკეთებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობის შანსი.

ამბობს გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.



ასევე ნახეთ
close დახურვა