logo
ENG


ჰერბსტი: ვფიქრობ, თუ არჩევნებს გააყალბებენ, ივანიშვილის წინააღმდეგ მძიმე სანქციები დაწესდება
ჯონ ჰერბსტი
20 ოქტ, 2024 12:14
ჰერბსტი: ვფიქრობ, თუ არჩევნებს გააყალბებენ, ივანიშვილის წინააღმდეგ მძიმე სანქციები დაწესდება
  • 590ნახვები

ქართული ოცნების ქმედებებმა გააჩინა ლეგიტიმური კითხვები - იქნება თუ არა თავისუფალი და სამართლიანი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები. თუ ეს იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შეერთებული შტატები მიესალმება გამარჯვებულს და ვფიქრობ, ზოგიერთი პრობლემა, რაც ბოლო წლებში საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობებში გაჩნდა, გაქრება. მაგრამ თუ არჩევნები გაყალბდება, დავინახავთ მანიპულაციას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პრობლემები, რასაც ორმხრივ ურთიერთობებში ვხედავთ, კიდევ უფრო გამწვავდება. ვფიქრობ თუ არჩევნებს გააყალბებენ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მძიმე სანქციები დაწესდება.

განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, ჯონ ჰერბსტმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა