logo
ENG


ვაშაძე: გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ივანიშვილს იშორებს
  • 210ნახვები

გუშინდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი რაოდენობა ადამიანების, საოცარი ენერგეტიკა. მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც აქციაზე მოვიდა. გუშინდრლმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილს იშორებს. გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ.

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ კარგად დაანახა მთელ საქართველოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის. საქართველოში ღირსება და დამოუკიდებლობა ვერასდროს ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა ახალგაზრდებს იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა შემხვდა და იყო გუშინდელ აქციაზე. მადლობა მინდა ვუთხრა უფროსი თაობის ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ.

26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ. გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ იოტის ოდენა შასნიც აღარ აქვს დარჩენილი ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას. ეს ხალხმრავლობა და ეს ზეიმი, რომელიც იყო ქართული ენერგიის, ქართული თვითშეგნების ზეიმი, აუცილებლად უნდა გადავთრამგნოთ დიდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს. ის ტალღა, რომელიც არის ქართული იდენტობის, ქართული ეროვნული სულისკვეთების ტალღა წალეკავს ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ისინი ამ არჩევნებზე 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ, ამ ყველაფერში გუშინდელმა დღემ კიდევ უფრო დამარწმუნა. ვიმარჯვებთ, ევროპისკენ სწრაფად მივდივართ, ივანიშვილს და მის რეჟიმს უარს ვეუბნებით. ბოლო დღეებია და კიდევ უფრო უნდა გავმხნევდეთ, კიდევ უფრო უნდა ჩავკიდოთ ხელი და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ რაც შეიძლება მეტი მივიდეთ არჩევნებზე და ის დიდი გამარჯვება, რომელიც გუშინ იყო საბოლოოდ გავაფორმოთ 26 ოქტომბერს.

ამბობს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისში გამართულ პროევროპულ მარშთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა