logo
ENG


ბოკუჩავა: ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს
  • 276ნახვები

12 წლის მანძილზე არაფერი მოიტანა ივანიშვილმა ზიზღის პოლიტიკის, შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის, რომელიც სიცრუეზეა აგებული, სიღატაკის, უმუშევრობის და საერთაშორისო იზოლაციის გარდა. ამის გარდა ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო ივანიშვილს არაფერი მოუტანია. ამიტომ, იცის მან კარგად, რომ მისი დრო ამოიწურა. ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს.

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 12 წლის მანძილზე იყო ივანიშვილისთვის მთავარი წინააღმდეგობის ღერძი. თითოეული ჩვენი მხარდამჭერი, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ შეუშინდნენ შურისძიებას და დევნას და დაამტკიცეს, რომ ქვეყნის ერთგულება უმთავრესი ეროვნული ამოცანაა და ამ ერთგულებით ზუსტად ხუთ დღეში სწორედ ხუთიანი იქნება გამარჯვების მთავარი პლაცდარმი.

თქვა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ კოალიციის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა