სწორედ რომ პირიქითაა, საკუთარი ინტერესების სახარჯოდ არ მინდა რომ ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს. [...] ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას სანქცირებული ვარ თუ არა რეალურად - როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად 2 კვირაში ყველანაირი აქტივი, თუკი რამე იყო ჩემი საზღვარგარეთ, ყველაფერი დააყადაღეს, მათ რიცხვში ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი მქონდა შეძენილი, ისიც, რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან. ხელოვნების ნიმუშებზე რაღაც საოცრებები ხდებოდა. [...]
ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტვ იმედის წამყვანის კითხვას, რომელიც აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი დე ფაქტო სანქცია არ არის შემუშავებული და ის "თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს".