logo
ENG


გახარია: ჩემი მონაცემებით, უკვე ათასობით ადამიანია [აშშ-ის მიერ სანქცირებული]
  • 503ნახვები

ელჩთან შეხვედრის დაანონსება მარტივი ტრიუკია იმიტომ, რომ ახლა ივანიშვილზე შიდა გუნდიდან რამდენიმე მიმართულებით არის წნეხი. რისკის და ოცნების პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება აქვთ საკმაოდ მაღალი. თან ამას ემატება ღია წნეხი გარედან, არა რაღაც ცვალებადი მესიჯები, არამედ აბსოლუტურად კოორდინირებული პოზიცია ვაშინგტონს, ბრიუსელს, პარიზს, ლონდონს და ბერლინს შორის. სისტემაში მომუშავე ადამიანები სხვადასხვა სამინისტროებში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში - იმ უწყებებში, რომელთაც ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველა ეს ინსტიტუტი, რომლებიც ძალიან მჭიდროდ იყვნენ გადაჯაჭვული, უცებ ჰოპ - და გაწყდა ყველაფერი. შესაბამისად, ეს ხალხი ახლა დაძაბულია და მათ სჭირდებათ, პირველ რიგში, გარანტიები.

ივანიშვილი ბოლო 6 თვეა, ამბობს, რომ ასეთი დასავლეთი არ გვინდა, ასეთი ამერიკა არ გვინდა, და კიდე ბევრი რაღაც სისულელე, ამ ხალხისთვის ეს უკვე მათი პერსონალური რისკი გახდა. როდესაც შენ ხელმძღვანელს გისანქცირებენ და თქვენ არ იცით, მაგალითად, რამდენ ადამიანზეა სავიზო შეზღუდვა დადებული - ჩემი მონაცემებით, ეს უკვე ათასობით ადამიანია, ეს უკვე აღარ არის ერთი და ორი ადამიანი. ეს ხომ დინამიკური პროცესია. ამიტომ [ბიძინა ივანიშვილს] სასიცოცხლოდ სჭირდებოდა 2 რამ, 2 რამის გულისთვის გააკეთა ეს მონოლოგი: პირველი - გაეგზავნა მესიჯი თავისი მხარდამჭერებისთვის, რომ აშშ-სთან დავლაგდები და ეს იყო უსუსტესი მესიჯი; მეორე მესიჯი რაც გაუგზავნა - გახარიაზე ნუ ღელავთ, დავიჭერთ.

განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ კვირის ფორმულას ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა