logo
ENG


ბაჩიაშვილი: ლესკადრონმა ივანიშვილის ანგარიშების დასუფთავება 2006-2007 წლებში დაიწყო
  • 316ნახვები

ლესკადრონმა ივანიშვილის ანგარიშების დასუფთავება და კრიმინალური საქმიანობის ჩადენა 2006-2007 წლებში დაიწყო. ანუ პრაქტიკაში გამორიცხულია, რომ მაშინ ივანიშვილს ჰყოლოდა ვინმე "გლობალური ომის პარტიის ნაირი" მტერი, რომელიც ასე გაუსწორდება ივანიშვილს. სულ რომ არსებობდეს ეს გლობალური ომის პარტია, როგორ შეიძლება ივანიშვილი იყოს ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, ვისთვის ახალი დოქტრინა ჩამოაყალიბეს, როგორ უნდა წაართვან კაცს თავისი ფული. ამას ამბობს... თვითონვე თუ სჯერა რასაც ამბობს, ამხელა სისულელეს ამბობს. მას სჭირდება ეს ნარატივი, რომ დასავლეთისგან დახატოს რაღაც მონსტრი, ვითომ და ზეწოლა არის ივანიშვილზე დასავლეთიდან და ის, ასეთი ვაჟკაცი ადამიანი უმკლავდება ამხელა გლობალური ომის პარტიას. თუ ასეთი ვაჟკაცები და მაგრები არიან, ვაჟკაცობა ეყოთ და დაასახელონ ამ გლობალური ომის პარტიაში, რომ ვიცოდეთ ვის გადააყოლა ქვეყნის საგარეო კურსი.

განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ტვ პირველის ეთერში. 

*პატრიკ ლესკადრონი კრედიტ სუისში, ბიძინა ივანიშვილის პირადი ბანკირი იყო. 2018 წლის 9 თებერვალს ჟენევის სასამართლომ მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა