logo
ENG


ვაშაძე: ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ სვლას, კეთილდღეობას ევროპაში
  • 576ნახვები

მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ევროპისკენ სვლას ვუჭერთ მხარს. მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა.

მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს და თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ დღევანდელი არის გადამწყვეტი დღე, რომელიც შემდგომ ათწლეულებს გადაწყვეტს. ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალურად გვჭირდება აქტიურობა იმისათვის, რომ ჩვენი დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ.

საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი და ყველა ერთად საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ.

თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.



ასევე ნახეთ
close დახურვა