თქვენ ხედავთ, როგორი რიგია და ეს საქართველოში ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ როდესაც ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს არის ნათელი გზავნილი იმის, რომ ხელისუფლება იცვლება და მეც დღეს ქართველ ხალხთან ერთად გამოვუწერე ბილეთი ამ ხელისუფლებას იქ, სადაც მათი ადგილია - რუსეთის ფედერაციაში. ასეთია ჩემი განწყობა, ასეთია განწყობა იმ ადამიანების, ვისაც მე აქ ვხედავ.
თქვა ძლიერი საქართველოს წევრმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.