ეს პროცესი არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსს. ეს პროცესი ეხება ყველას - ჟურნალისტსაც, ექიმსაც, უმუშევარსაც. საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებამ, პოლიტიკური ვექტორის ასეთი უხეში ფორმით ცვლილებამ, ისტორიული მისწრაფებების ღალატმა გამოიწვია საყოველთაო წყრომა საზოგადოებაში, რომელიც აისახებოდა სხვადასხვა ფორით უკანასკნელი თვეების განმავლობაში და მივიღეთ სურათი, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს აბსოლუტურად გაუგებარი, აბსოლუტურად ამოუხსნელი გზებით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მას რამდენიმე ასეული ათასი მხარდამჭერი დაემატა.
ამ ტყუილს არავინ არ იყიდის. უბრალოდ საზოგადოებას ძალიან კონკრეტული გზავნილი, კონკრეტული ნაბიჯები უნდა შევთავაზოთ იმიტომ, რომ ამ სავალ გზაზე ხალხთან ერთად უნდა ვიაროთ. წინ მომავლისკენ, სიმართლისკენ, ღირსებისკენ და სახელმწიფოს გადარჩენისკენ. ბუნებრივია, ბრძოლა არ დასრულებულა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდა. ვადაში 90%-იანი ოლქები დემოკრატიულ სახელმწიფოში არ იწერება. ამიტომ, დაელოდეთ უახლოეს პერიოდში არამხოლოდ გადაწყვეტილება და განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯები [იქნება].
განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქართულმა ოცნებამ 53% აიღო, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა კი 38.27%.