logo
ENG


ხოშტარია: უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული ბრძოლა, ანგარიშვალდებული ვართ ამომრჩეველთან
  • 246ნახვები

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია და ვთქვით ხაზგასმით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, დაიწეროს ციფრები და ამას ჩვენ არ შევეგუებით. ამაზე მანამდეც გვქონდა საუბარი, ასეთი სცენარები, ვერსიები, მოლოდინები იყო, იმიტომ რომ გვესმის, რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე - შეფასება არის მკაფიო, რომ ეს არის მიტაცებული არჩევნები ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ - ეს ერთი.

მეორე- ასევე მნიშვნელოვანია NGO-ების განცხადება, შეფასება არის ასევე გაყალბების მასშტაბზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გარდა პოლიტიკური მკაფიო პოზიციისა, უკვე გაშიფვრის პროცესში ვართ და კიდევ უფრო დეტალურად ავხსნით, რა ტიპის მექანიზმით მოხდა ამის გაყალბება. წარმოუდგენელი ციფრები დაიდო, ამის სამტკიცები ძალიან მარტივად იქნება წარმოდგენილი.

შემდეგი - პროტესტი. მაშინ, როდესაც ხმას, ბიულეტენს ართმევენ ადამიანს, ჩვენ გადავდივართ ბრძოლაზე, ქუჩაში ბრძოლაზე კონკრეტულად. ჩვენ დაგვჭირდა გარკვეული დრო, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გვესაუბრა ამაზე. სხვა პარტიების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, იტყვის ყველა თავის პოზიციას, მაგრამ ეს იქნება საერთო ეროვნული ბრძოლა, პროტესტი, რომელიც უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ანგარიშვალდებული ვართ ჩვენ ამომრჩეველთან, რომელმაც აირჩია ევროპა და ამის დათმობას არ ვაპირებთ.

პროტესტი გარდაუვალია. ერთადერთი გზა, როდესაც შენ გართმევენ ბიულეტენს, ეს არის პროტესტი. ამ პროტესტის ტაქტიკაზე ჩვენ ერთმანეთის მოსაზრებები უნდა მოვისმინოთ.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში. 

***

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულ ოცნებას - 52.99% აქვს, ოპოზიციას - 38.27%.

იხილეთ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები.



ასევე ნახეთ
close დახურვა