logo
ENG


თოლორაია: არჩევნები გაყალბდა, ეს ცალსახაა
  • 353ნახვები

სრულიად არარეალისტურია მმართველ პარტიას 12 წლის თავზე ეს შედეგი დაედო, რაც მაშინ როცა ხელისუფლებაში მოვიდა.

არჩევნები გაყალბდა. ეს ცალსახაა.

ამისთვისს მზადება მმართველმა პარტიამ დიდი ხნის წინ დაიწყო: დაიქვემდებარა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, გააუარესა და მის ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა, დაიწყო სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაცია.

რაში ეხმარება მმართველ პარტიას დამონებული ინსტიტუტები? - ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებით მომარაგებაში და ამ ინფორმაციით მანიპულაციაში (რასაც აქტიურად იყენებს), მათივე დარღვევებზე და დანაშაულებზე თვალის დახუჭვაში, ოპოზიციციური პარტიებისა და მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მისი შავი ფულის "გათეთრებაში" და ა.შ. - რასაც წარმატებით აკეთებდა მთელი ეს პერიოდი.

არჩევნებს წინ უძღვოდა: ამნისტია, კრიმინალების ციხიდან გამოშვება ან გამოშვების დაპირება, უძრავი ქონების გაფორმება ან გაფორმების დაპირებები, დეზინფორმაცია ხმის მიცემის ფარულობაზე, პირადობის მოწმობების მასიური ჩამორთმევა, დაშინებები და ზეწოლები - სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა სიკეთის წართმევაზე.

რაც შეეხება არჩევნების დღეს, იგი მიმდინარეობდა სერიოზული დარღვევებით: დამკვირვებლებს არ მისცეს დაკვირვების შესაძლებლობა - ზოგი ცემეს, ბევრი გამოაძევეს, ვინც შიგნით იყო, დაკვირვების საშუალება არ მისცეს, ჟურნალისტებს არ მისცეს მუშაობის შესაძლებლობა, ამომრჩევლებზე ხდებოდა 1-ზე მეტი ბიულეტენის მიცემა, ადგილი ჰქინდა სხვის ნაცვლად ხმის მიცემას და 2-ჯერ ხმის მიცემას, მიმდინარეობდა ამომრჩევლის ნების მასიური კონტროლი, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა (ხან კაბინაში იყო ვიღაც, ზოგ უბანზე კამერები იყო მიმართული კაბინისკენ, ბიულეტებზე მონიშნული არჩევანი ჩანდა ფურცლის მეორე მხარეს), სათანადოდ არ ხორციელდებოდა მარკირება, გადასატან ყუთებზე იყო სრული განუკითხაობა (თუ გადიოდა ყუთი 30 ბიულეტენით, ბრუნდებოდა ნაკლებით), მიმდინარეობდა აგიტაცია კომისიის წევრების მიერ, შეფერხებით მიდიოდა ვერიფიკაციის პროცესი.

ახლა ყურების ჩამოყრის დრო არ არის. საჭიროა გავაერთიანოთ მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებაზე (სადამკვირვებლო მისიების, ოპოზიციური პარტიების). და გვჭირდება სტრატეგია - დღეიდან რას ვაკეთებთ.

აქვე, ცხადია არჩევნები არ ყალბდება ხალხის გარეშე. ეს ცალკე სამუშაო საკითხია - რა გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც არავინ იცის რის ფასად ან რატომ აძლევენ ხმას პარტიას, რომელიც მათივე პირად კეთილდღეობასთანაც კი არ ასოცირდება.

წერს სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის ჩემი ხმა ერთ-ერთი ლიდერი.



ასევე ნახეთ
close დახურვა