logo
ENG


ნაცვლიშვილი: მოვითხოვთ, ცესკომ 24 საათში გაასაჯაროოს სიები
  • 301ნახვები

ამ ე.წ. არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კრემლში დაწერილ სცენარს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, ძალიან მეთოდური, სისტემური, მიზანმიმართული, საქმიანი ნაბიჯებით, როგორ ჩამოვშლით ამ სისტემას. და მინდა ყველამ იცოდეს, ყველამ, ვინც მონაწილეობდა არა არჩევნების გაყალბებაში, ჩვენ ახლა სხვა რამეზე ვლაპარაკობთ, ეს არჩევნების გაყალბებაც აღარ იყო, ეს იყო არჩევნების მიტაცება და მინდა ყველამ იცოდეს, მათ, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაული - ამ დანაშაულზე ჩვენ არ დავხუჭავთ თვალებს, არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება.

ჩვენ გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც მათ არჩევნები მიიტაცეს და ერთ-ერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში. თუ არაფერი არ გაქვთ დასამალი, მაშინ ამ სიებს თქვენ გაასაჯაროებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროებთ, დაემატება იმ დიდ დასტას მტკიცებულებებისა, რომელიც ჩვენ შეგროვებული გვაქვს თქვენი დანაშაულის სამხილებლად და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს.

თქვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა