logo
ENG


სამადაშვილი: არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს უღიარებია ეს არჩევნები
  • 167ნახვები

ჩვენ არასდროს მოგვისმენია ბაიდენისგან ეს სიტყვები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებას რეაგირებას კი არ სთხოვენ დარღვევებზე, არამედ გამოძიებას. გამოძიება მაშინ არის საჭირო, როცა დანაშაულთამ გვაქვს საქმე და ეს მართლაც ასეა. დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 

არც ერთ დემოკრატიულ სახელმწფიოს უღიარებია ეს არჩევნები. სამწუხაროდ, დღეს, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის ანგარიში მიესალმებოდეს დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში და გზას ხსნიდეს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ვვარაუდობ, რომ ვნახავთ მძიმე შეფასებებს. ამიტომ ამ არჩევნებმა ქართველ ხალხს მოპარა არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროპული მომავალი. ერთადერთი, ვინც ამ არჩევნებს მიესალმება, არის რუსეთი, მისი ოფიციალური წარმომადგენლები, პროპაგანდისტები.

ჩვენ დემოკრატიული ოპოზიცია ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ამ არჩევნების შედეგებმა არ შეაფერხოს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

განაცხადა ბრიფინგზე ძლიერი საქართველოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა