logo
ENG


პაპუაშვილი: გვეუბნებიან, "არჩევნები არ ითვლება, 100 მლნ კიდევ დავხარჯოთ და ახალი ჩავატაროთ"
  • 327ნახვები

არჩევნების მე-5 დღეს თურმე აღმოაჩინეს, რომ მელანს გაუჟონია და ეს არის მათი ახლა ხელმოსაჭიდი ხავსი... 2 მილიონ 60 ათასმა ადამიანმა მივეცით ხმა, გავიგე, რომ შეიძლება რაღაც ტყუილი თქვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველა ამ არჩევნებზე, ჩვენ თვითონ არ ვიცით იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული?! ხომ არ შეიძლება მართლა ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალებში. და აქ იყო მონიშვნა, ზედა მხარეს სატესტო არეალი წრის მონიშვნის, იქვე აუხსნა პირდაპირ ეთერში ეს ქალბატონმა სალომემ [ზურაბიშვილი] და არ ჰქონია არავის პრეტენზიები და მე-5 დღეს, NGO-ებმა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და "მორჩა, მთლიანად უნდა გაუქმდეს, რადგან მელანმა გაჟონა" - ესაა მათი მთავარი საკითხი.

ერთი: არაფერი არ აქვს ამაზე ნათქვამი ეუთო-ოდირს თავის დასკვნაში, თავის 350-იანი დამკვირვებლით, ამ სისტემას ძალიან კარგად იცნობენ, ეს სისტემა ზეპირად იცის ცესკომ...

ისინი ხომ იქ იყვნენ, ცესკოში, ოპოზიციის წარმომადგენლები. ქაღალდიც მაგათ შეარჩიეს, ფლომასტერიც მაგათ შეარჩიეს და კონვერტიც მაგათ შეარჩიეს - ოპოზიციამ. ახლა კი მოგვდგნენ ხალხს და გვეუბნებიან - "არა, თქვენი არჩევნები არ ითვლება, ერთი 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ", ვიღაც NGO-მ, რომელიც თავად არის საარჩევნო მიზნის მქონე და ხედავენ, რომ მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ ხავსს მოეჭიდონ.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა