logo
ENG


ხოშტარია: ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში, პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს ქვეყანაზე კონტროლი
  • 223ნახვები

ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს. შესაბამისად, როდესაც ჩნდება ჯგუფი და მით უმეტეს, მტერი - რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება ხალხს წაართვას, ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და ის დავიბრუნოთ.

როდესაც ამ ჯგუფის მიერ ხდება კონმსტიტუციური გადატრიალება, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანასა და მომავალზე. 

შესაბამისად, ჩვენ გადამწყვეტ მომენტში უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური ცენტრალური მიმართულება. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვისა და მომავლისთვის. 

ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ვართ გამარჯვებულები, ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. ჩვენ ეს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ დიახ, ეს იქნება ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, მტკიცე, მწვავე პროტესტში, ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. 

ჩვენ გვესმის, რომ პროტესტი არის კარგად დაგეგმილი, შედეგზე ორიენტირებული პროცესი. ჩვენ ყოველ ჯერზე პროტესტის ეტაპებისა საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით, რას ემსახურება ესა თუ ის, კონკრეტული აქცია, ფორმა და ა.შ.

ორშაბათს, რუსთაველზე 19:00-ზე არა მხოლოდ არ ვაღიარებთ, არამედ არ გაპატიებთ ამ არჩევნებს, ვიცით, რაც ჩაიდინეთ, ვიცით კრიმინალი, იქვე წარგიდგენთ კონკრეტულ მექანიზმებს.

ჩვენს შტაბში შექმნილია პროტესტის ჯგუფი, მიმართულება, რომელიც ხვალვე მოიწვევს საზოგადოების წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს, არაახალგაზრდებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესის დაგეგმვაში. მათ ექნებათ ამ სივრცეში სრული ადგილი, პატივისცემა და ასე ხელჩაკიდებული გავუშვათ აქედან რუსეთი.

განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა