logo
ENG


ბოკუჩავა: ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად
  • 295ნახვები

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ეტაპზე 16 ოქტომბრის არჩევნები, რომელზეც რეალურად ივანიშვილმა რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით ქართველ ხალხს მოჰპარა გამარჯვება და ევროპული მომავალი, ამ არალეგიტიმური არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ 9 სახელმწიფო, აქედან 3, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობას.

ეს არის რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა და თავისთავად, მხოლოდ ესეც კი ცხადად მეტყველებს, რა გზას დაადგა ივანიშვილი . ეს არის გზა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის, რის საშუალებასაც ჩვენ ივანიშვილს არ მივცემთ. თავისუფალი სამყარო კი ამ დროს აცხადებს, მათ შორის მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რაც უპრეცედენტოა.

მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეში აშშ-ში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა მოიცალა საგანგებო განცხადებისთვის, რომ გამოხმაურებოდა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებს საქართველოში, სადაც ნათქვამია საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. დიახ, რეალურად ეს არის მოცემულობა რომელიც გვაქვს როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა არის სიმართლის, ქართველი ხალხის და იმ გამარჯვების მხარეს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა და რომლის მიტაცებასაც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი.

პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის და ფორმა, რომელიც ჩვენ აუცილებლად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად.

ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ისეთივე კონსოლიდირებული, ისეთივე ერთიანი, ისეთივე მრავალრიცხოვანი, ისეთივე ჟინით გაჟღენთილი გამარჯვების დასაბრუნებლად, როგორც ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააანონსა ორშაბათს.

ჩვენ ინტენსიურად, ყოველდღიურად, ვმუშაობთ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც ასევე წარვუდგენთ, იმ ანგარიშს, რომელზეც ვმუშაობდით ინტერპარტიულად, სადაც აღწერილია უამრავი დარღვევა.

განაცხადა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა