logo
ENG


ხაზარაძე: გეგმა არის შემდეგი - ერთად ყოფნა, სიმტკიცე, სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს
  • 227ნახვები

გეგმა არის შემდეგ: გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება, ძალიან სერიოზულად, მედგრად სიარული, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში. მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ფალსიფიცირებულ, მოპარულ პარლამენტში არ შევალთ. ესენი ისხდებიან აქ მარტო, კეთროვანებივით. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ეს 1 კვირა, ჩვენ ვაგროვებთ ყველა იმ სამხილს და მტკიცებულებას, რომელიც ნათარგმნია, გაგზავნილია და კიდევ ითარგმნება, უზარმაზარი მასალა მოდის... ერთი რამ იცოდეთ, ვერანაირი მეგობარი დასავლეთიდან ვერ დაგვეხმარება, თუ ჩვენ არ დავეხმარეთ ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში - ეს საქმე არის ჩვენი გასაკეთებელი, ეს სამშობლო არის ჩვენი და ამის მერე სამმაგი, ხუთმაგი და ათმაგი დახმარება წამოვა, ისე როგორც ნამდვილ მეგობრებს შეშვენით.

განაცხადა ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამეტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

*ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან აქცია გაიმართება



ასევე ნახეთ
close დახურვა