logo
ENG


მოსამართლე ხუჭუა: ყველას ვუსურვებ ისეთ საარჩევნო გარემოს, რომ მანიპულაცია გამორიცხული იყოს
  • 452ნახვები

ყველა მხარის და მითუმეტეს ყველა გარეშე პირის საყურადღებოდ, მით უფრო, პოლიტიკური სუბიექტების საყურადღებოდ, სასამართლოს სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც დღეს არ ესწრება სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან ან მისმა ორგანიზაციამ თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენაზე საპროცესო კანონით დადგენილი წესით.

ასევე, გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ ესწრება არც ერთი მესამე პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ საოლქო კომისიებიდან. თურმე, უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი ამ საუბნო კომისიის წევრებს, რაც სასამართლოსთვის ყოვლად მიუღებელია...

ყოველივე ამის გათვალისწინებით სასამართლოს აქვს საკუთარი წარმოდგენა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მინდა, ვუსურვო ყველას, ყველა ჩვენგანს, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, რომ ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოს და სარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული...

საარჩევნო პროცესში და ზოგადად, კანონმდებლობაშიც შეიძლება, არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რომელიც მოითხოვდეს უფრო მეტ დახვეწას. სრულყოფილება შეიძლება არ არსებობდეს და ვერ მივაღწიოთ ამ მხრივ კანონმდებლობის უნაკლობას, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს აღმოფხვრილი.

ეს განსაკუთრებით შეეხება საქმეში არსებულ წერილობით მიმოწერას, როდესაც ცესკო პირდაპირ წერილობით პირობას დებს, რომ საარჩევნო პროცესში სხვაგვარი საარჩევნო ბიულეტენები იქნება. ამიტომ, ყველა ჩვენგანმა, მათ შორის ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ჩვენ მიერ გაცემულ თითოეულ სიტყვას უნდა მივანიჭოთ ის ღირებულება, რასაც ის იმსახურებს. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არის ჩვენი საარჩევნო უფლება, ეს არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტილება.

თქვა თეთრიწყაროს რაიონულმა მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ. მან დღეს თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა.



ასევე ნახეთ
close დახურვა