logo
ENG


ვაშაძე: პროტესტმა უნდა მოიცვას მთელი ქალაქი, ყოველ შემდგომ კვირაში უფრო მწვავე იქნება
  • 214ნახვები

ხვალ, 11:00 საათზე, დიღმის მასივში, სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით. ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ვიწყებთ საკმაოდ სისტემურად, კომპლექსურად მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ რუსთაველი არ არის პროტესტის ადგილი, პროტესტმა უნდა მოიცვას მთელი ქალაქი. ალბათ, დიღმის მასივში, სადაც მე გავიზარდე, არასდროს უნახავთ პროტესტი. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ ეს არ მხოლოდ ჩემი, პოლიტიკოსის ან ვინმეს საქმე, ეს არის ყველას საერთო საქმე და ყველა თანაბრად ვართ პასუხისმგებელი. [...]

მეორე, ყოველ შემდგომ კვირაში ჩვენი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე. თუ ეს კვირა გვაქვს წინააღმდეგობის მსვლელობები, რასაც ვამბობთ, შემდგომ კვირას გვექნება პროტესტის სხვა ფორმები. ასევე, მოხალისეობრივ ჯგუფებს მინდა მივმართო, თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ უამრავი სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებები. ჩვენი მიზანია, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ მომენტში იმას, რომ პარალელურ რეჟიმში ბევრ სხვადასხვა წერტილზე იყოს კონცენტრირებული პროტესტი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოშლის სისტემას.

ჩვენი მიზანი ახლა არის, რაც შეიძლება ბევრ წერტილზე ვიყოთ, რაც შეიძლება ბევრი ლოკალური აქტივობა იყოს, იმისთვის, რომ ვერ მოახდინოს სისტემამ ერთ ადგილზე ძალის კონცენტრირება, რომ მათთვის მარტივი არ იყოს შემდგომ თუნდაც ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანების ცემა, დაჩაგვრა.

თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა