logo
ENG


ნაუსედა არჩევნებზე: გვჭირდება დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება
  • 184ნახვები

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, არამხოლოდ შედეგით, არამედ უამრავი დარღვევის გამო საარჩევნო პროცესში. ეს ღელვის საგანია. ვერ ილაპარაკებ ერთდროულად, რომ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება და აკეთებ ყველაფერს, იღებ კანონებს, იყენებ შეურაცხმყოფელ რიტორიკას დემოკრატიული დასავლეთის მიმართ. ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს.

ამიტომ უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი. არ მაქვს ნდობა, რომ საქართველოს ინსტიტუტებს შეუძლიათ ამის გაკეთება, რადგან მეამიტური იქნებოდა, ეს მოლოდინი გვქონოდა. 

გვჭირდება დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება. რუსეთის ჩარევის დრო, მასშტაბები და ინტენსიურობა საარჩევნო პროცესში იყო ისეთი, როგორც არასდროს. მხოლოდ საქართველოზე არ ვლაპარაკობ, ვამბობ მოლდოვაზეც, სადაც შედეგი სხვა იყო. [სინქრონული თარგმანი]

განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა