logo
ENG


მიხაილ როთი: ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები
მიხაილ როთი
11 ნოე, 2024 11:05
მიხაილ როთი: ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები
  • 206ნახვები

ჰკითხეთ მმართველ პარტიას, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ როგორც საქართველოს მეგობრები, საქართველოს ხალხის მეგობრები და პოლიტიკაში წინააღმდეგობრივი მომენტები, ნორმალურია, ცოცხალი დემოკრატიის პირობებში ეს არის ყველაფრის არსი. არ მესმის რატომ გვეძახიან მმართველი პარტიიდან მტრებს, ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები. მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი არ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოუკიდებელ გამოძიებას - ეს არის ერთადერთი შანსი ნდობის აღდგენისა

თქვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა