logo
ENG


მეზვრიშვილი საჯარო მოხელეებს: უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი
  • 201ნახვები

საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა. ვიცი, თათბირს თათბირზე გიტარებენ, ცდილობენ გადაგარწმუნონ, მაგრამ ხვდებით, რომ სხვა საქართველოში გაიღვიძეთ.

ვხედავ, ერთმანეთის ოთახებში, დერეფნებში ჩუმად როგორ იკრიბებით და გინდათ თქვენი ხმა ხალხს გააგონოთ.

ხოდა, მეტი დრო აღარ გექნებათ პოზიციის დაფიქსირების. არასოდეს მითხოვია. ყოველთვის მესმოდა საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები. მაგრამ ახლა აღარ არის ის „ყოველთვის”.

ადამიანურად უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი.
უმორჩილესად გთხოვთ, მინიმუმ ხმა ამოიღოთ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ხელფასს გიხდით.

წერს სოციალურ ქსელში გახარია საქართველოსთვის ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა