logo
ENG


კარისი: ოცნებას არ მიუღია ხალხისგან მანდატი, რომ ქართველების მისწრაფება შეაჩეროს
ალარ კარისი
30 ნოე, 2024 22:53
კარისი: ოცნებას არ მიუღია ხალხისგან მანდატი, რომ ქართველების მისწრაფება შეაჩეროს
  • 349ნახვები

ქართველი ხალხის ხმა უნდა იყოს გაგონილი. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანად აპროტესტოს და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

მმართველ პარტიას, რა თქმა უნდა არ მიუღია ხალხისგან მანდატი, რომ ქართველების უმრავლესობის მისწრაფება შეაჩეროს. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდი ხნის მიზანია და დაპირება, რომელიც საკუთარი ხელისუფლებისგან მიიღო. ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვუსურვე გაძლება და დავუდასტურე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ.

წერს ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა