ყველას უნდა ესმოდეს, ვინც ახლა მე მიყურებს და მისმენს - აქ ვინც იყო შეკრებილი და ვინც აქ არ იყო მოსული, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ყველა ჩაგვსვან ციხეში, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მაშინაც. ეს არის მთავარი. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლას მოიგებთ თქვენ, მოიგებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე იბრძვიან ყოველ ღამე. ყველა რომ დაგვიჭირონ, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ მაინც, უნდა გააგრძელოთ ნებისმიერ შემთხვევაში.
თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.