საქართველოში არსებული ვითარება ძალიან სამწუხაროა, რადგან ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს ევროპისა და ევროკავშირისკენ წინსვლას, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები, ე.წ არჩევნები დაა რაც მას მოჰყვა, რომ საქართველოს სურს შეაჩეროს ან გაყინოს ევროკავშირისკენ დაახლოების პროცესი, ეს ყველაფერი არის ძალიან მაღალი ფასი, რომელსაც ქართველი ხალხი და საზოგადოება გადაიხდის. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი ჯერ კიდევ საქართველოსა და ასევე, ორივე მხრიდან ქართველი პოლიტიკური ლიდერების ხელშია. ჩემი აზრით, არაა სისუსტე აღიარო, რომ იყო შეცდომები, გადაშალო გვერდი და ერთ დღეს კვლავ შესაძლებელი იქნება ევროკავშირთან დაახლოების პროცესის განახლება და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს მოითხოვს ბევრ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან.
მწუხარებით ვუყურებ, რაც ხდება საქართველოში. ყველას გვახსოვს 2008 წელი, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. სირთულეები, რომლებიც ქართველმა ხალხმა გამოიარა და დიახ, ქართველები იმსახურებენ თავისუფალ მომავალს, ყოველგვარი მავნე გარე ჩარევების გარეშე. მიმაჩნია, რომ უკვე ცუდია, რომ ევროპულ საბჭოს საერთოდ უწევს ამ საკითხის განხილვა და დღის წესრიგში შეტანა.
მართალია, რომ გადაწყვეტილებებისთვის კონსენსუსია საჭირო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, გზავნილი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნიდან, რომ ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგშია, ეს უკვე ძალიან სამწუხაროა. საქართველოს მომავალი დიდ საფრთხეშია და ეს ბევრად მეტია, ვიდრე ერთია ან მეორე პოლიტიკოსის ერთი ან მეორე ამბიციები.
განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ურმას პაეტიმ გადაცემა დროებაში.