მე შევხვდი ევროპული საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან, მემგონი დღევანდელ დღეს. კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი, რომ, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ერთ რამეზე, რომ დაიცვას დემოკრატიული პრიცინიპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანების თავისუფლება.
ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როცა რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ანუ ძალადობა, ხალხის უფლებების შეზღუდვა და ამის გაპროტესტება, დაგმობა, პირველი მოვალეობაა ასეთი ორგანიზაციის.
მათ ავუხსენი, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ, ჯერ არაღიარებული არავისგან ხელისუფლებასთან. მით უმეტეს, იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის აინტერესებს რუსული კანონი?
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე. მან ევროსაბჭოს მდივან, ალან ბერსეზე ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნებისგან გარანტიები რუსული კანონის შესწორებაზე მიიღო.