logo
ENG


ველდკამპი: დროა, მთავრობამ აღადგინოს ნდობა, განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები
  • 200ნახვები

ღრმად ვაფასებ სალომე ზურაბიშვილის უმნიშვნელოვანეს ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ქართველები უკვე ერთი თვეა მშვიდობიანად იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩაში, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. არც ერთ მთავრობას არ შეუძლია ამ ადამიანთა მოთხოვნის უგულებელყოფა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და შესაძლო გაყალბების გამოძიების არარსებობა. დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა და ამისათვის შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები, და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი X-ზე წერს.



ასევე ნახეთ
close დახურვა