პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი მოგზაურობა სერიოზული შეცდომაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნების შედეგად წარმოშობილი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია. ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთო-მ უნდა მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!
წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას თბილისში დელეგაციის ვიზიტი 8-10 იანვარს აქვს დაგეგმილი