logo
ENG


ჯაფარიძე: აშშ-სგან ქართველების მხარდაჭერა გაგრძელდება
  • 199ნახვები

ცხადია, რომ [აშშ-სგან] ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება, ეს იქნება თანმიმდევრული უწყვეტი, სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნას და სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. 

ამიტომ, რაც არ უნდა პროპაგანდამ იმუშავოს ქართული ოცნების, რომ ვითომ და 20 იანვრის შემდეგ მათთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება, სასიკეთო ცვლილება არ იქნება ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმისთვის, რომელსაც ქართული ოცნება წარმოადგენს. გაგრძელდება ზეწოლა, უფრო მეტი ძალით. 

განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც აშშ-ში იმყოფება.



ასევე ნახეთ
close დახურვა