არ ვეთანხმები პროკურორის მიერ წაყენებულ ბრალს, არ ვთლი თავს დამნაშავედ, არ ჩამიდენია ის ქმედება, რასაც მედავებიან, ვთვლი რომ ჩემს წინაშე არსებული საქმე არის პოლიტიკური მიზნებით ნაწარმოები და ვარ პოლიტიკური დევნის ობიექტი [...] თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის დანაშაული.
თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ჩვენი ისტორია. მე არ ვთლი ამას ჩემს დანაშაულად, რომ მე ვიბრძვი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო მე ჩემმა მომავალმა შვილებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ არიან ჯერ კიდევ და ფიქრობენ ამ ქვეყნიდან წასვლას. მე არ მინდა ისეთი ქვეყანა, რომელიც ახალგაზრდებისგან იქნება დაცლილი. ვთვლი, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება 9 აპრილის გმირების მიმართ, აფხაზეთში დაღუპული გმირების მიმართ, შინდისის გმირების მიმართ, ანწუხელიძის და ტატუნაშვილის მიმართ, ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს, რომ დღეს ჩვენ აქ ვმდგარიყავით და არ გვაქვს უფლება გაჩერების.
თქვა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.