logo
ENG


წულუკიანი: როცა გიბარებენ, კომისიის წინაშე უნდა გამოცხადდე - ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება
  • 155ნახვები

საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების ინსტიტუტს არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ რამეს - როდესაც კომისია გიბარებს, შენ კომისიის წინაშე უნდა გამოცხადდე. მოვიდნენ ღირსეულად და წავლენ კომისიიდანაც ღირსეულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი ძალიან მკაცრია. მე ამაზე მეტს არ ვამბობ დღეს, რომ ეს ვინმემ მუქარად არ გააფორმოს, მაგრამ საკმარისზე მეტს კი ვამბობ, რომ ყველა დაფიქრდეს, ითანამშრომლებს თუ არა ჩვენს კომისიასთან. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ ნუ გაეთამაშება.

თქვა ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის წევრმა თეა წულუკიანმა, რომელიც ოცნების მიერ შექმნილი "წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის" თავმჯდომარეა. დღეს კომისიის სხდომა გაიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა