logo
ENG


კალაძე: 3 წლით ადრე დავიწყეთ საუბარი დიფ სთეითზე, მადლობას ველოდი ტრამპის ადმინისტრაციისგან
კახა კალაძე
03 აპრ, 2025 14:07
კალაძე: 3 წლით ადრე დავიწყეთ საუბარი დიფ სთეითზე, მადლობას ველოდი ტრამპის ადმინისტრაციისგან
  • 371ნახვები

ჩვენ, რა თქმა უნდა, ცოტა ადრე, 3 წლით ადრე დავიწყეთ დიფ სთეითზე საუბარი მაშინ, როდესაც ვერავინ ვერ ბედავდა ამაზე საუბარს და გულწრფელი ვიქნები, გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი მქონდა იმის, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის, თუმცა დღეს ვართ მოლოდინის რეჟიმში. [...]

ჩვენ ბევრ განცხადებებს ვისმენთ დიფ სთეითთან ბრძოლაში, ის მოცემულობა, რაც დგას დღეს მსოფლიოში, რომ ახალი ადმინისტრაცია ამ ყველაფერს დაამარცხებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა