logo
ENG


ნიდერლანდების საგარეო მინისტრი: შემაშფოთებელია უკუსვლა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ
  • 145ნახვები

ძალიან შემაშფოთებელია ის უკუსვლა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. თქვენ ნახეთ კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება. ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, სრულიად უჭერს ამ განცხადებას მხარს. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ვხედავთ, რა რაოდენობით ადამიანი არის პროევროპულად განწყობილი და იბრძვის ევროპული მომავლისთვის, ჩვენ გვსურს ისინი გავამხნეოთ, რათა გააგრძელონ ეს გზა.

თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა ეუროსკოპთან საუბრისას ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე, რომლის დღის წესრიგში მთავარი საკითხი თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა