ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მერე ხელიც მოაწერეს, თავადვე აღიარეს.
შესაბამისად, როდესაც თეა წულუკიანი ამბობს, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, რომ ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე. ეს არის უბრალაოდ ფაქტის კონსტატაცია და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რასთანაც გვაქვს საქმე.
რა თქმა უნდა რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი.
თქვა ერთპარტიული ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტულ მედიებთან.