logo
ENG


ბოკუჩავა ჯაფარიძეზე: ვიცი, არაფრის ეშინია და ციხიდანაც იტყვის - გაერთიანდით გადასარჩენად
  • 300ნახვები

ჯაფარა 2012 წელს გავიცანი. მაშინ ორივე ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, პარლამენტის წევრები გავხდით.

ალბათ ორივეს გვჯეროდა რუსი ივანიშვილი ვერ მოიგებდა არჩევნებს და მე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაპირებდი საქმიანობის გაგრძელებას, ზურა კი ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე იზრუნებდა.

ჰოდა აღმოვჩნდით ოპოზიციაში და დღემდე აქ ვართ. ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდა, თავმდაბლობით, გულწრფელობით და კომპეტენციით.

არა და სამივე როგორ აკლია ქართულ პოლიტიკას.

ზუსტად ვიცი, არაფრის ეშინია და ციხიდანაც ერთადერთს იტყვის - რასაც გარეთ ამბობს, გაერთიანდით ქვეყნის გადასარჩენად.

და იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ სხვები ოპოზიციაში, რომ ერთიანობაა გადარჩენის ერთადერთი გზა.

თავისუფლება ზურას!
თავისუფლება მიშას!

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა Facebook-ზე და ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერისთვის ზურაბ ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდებას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა