logo
ENG


კალაძე ფიშერზე: ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე
კახა კალაძე
12 სექ, 2025 13:11
კალაძე ფიშერზე: ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე
  • 372ნახვები

რა განცხადებას ელოდებით გერმანიის ელჩისგან? ის ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამხალისებელი ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გაცდა, მისი ქმედებებითა და განცხადებებით. ამ ტიპის ქმედებები და განცხადებები, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.

ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. კანონით გაწერილია, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი. საერთოდ ყველანარი კანონიდან ამოვარდნილია და ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის.

გავიხსენოთ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ეს ადამიანი როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია - არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ქმედებებს სხვა ქვეყნების ელჩებს არ აპატიებენ.

ამბობს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა