logo
ENG


ჰიპერი: სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, რომელიც ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩაში გამოდის
ანიტა ჰიპერი
23 სექ, 2025 14:57
ჰიპერი: სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, რომელიც ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩაში გამოდის
  • 848ნახვები

ქართველ ხალხს, ისევე, როგორც ყველას, აქვს დემონსტრაციის მშვიდობიანად მოწყობის უფლება, რომ გააგებინოს თავისი ხმა. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვი.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში და აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის.

ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას და აყვავებას და ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის და არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ.

ამბობს ფორმულას კითხვის საპასუხოდ ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა