logo
ENG


ALDE-ს ვიცეპრეზიდენტი: ოცნება მოქმედებს არადემოკრატიულად, სანქციები უნდა იყოს რეაქცია
დან ბარნა
25 ოქტ, 2025 14:07
ALDE-ს ვიცეპრეზიდენტი: ოცნება მოქმედებს არადემოკრატიულად, სანქციები უნდა იყოს რეაქცია
  • 479ნახვები

საქართველოში ამჟამად კრიტიკული სიტუაციაა. საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან უკუმიმართულებით მიდის. როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსია საქართველოში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. მაგრამ ასევე, არსებობს სამართლიანი არგუმენტი, რომელსაც მეც ვუჭერ მხარს, რომ სტატუსის ჩამორთმევა, როგორც სანქცია უკვე არადემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიმართ, ასევე გამოიყურება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის იმედის წართმევა. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ აქვთ ევროპული მისწრაფებები, მაგრამ ახლა ქართული ოცნება ართმევს საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ ოცნებას, საქართველოს მთავრობა მოქმედებს სრულიად არადემოკრატიულად და სანქციები უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია, როგორც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში, როდესაც ინდივიდუალური სანქციები დაწესდა მათ წინააღმდეგ, ვინ პირდაპირაა ჩართული მთავრობის გადაწყვეტილებებში, დააზიანოს დემოკრატიული წესები საზოგადოებისთვის.

თქვა ALDE-ს ვიცეპრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა დან ბარნამ ფორმულასთან. 



ასევე ნახეთ
close დახურვა