logo
ENG


ბულაი: მოსალოდნელია, რომ ოცნება იზოლაციაში მოხვდეს, შვილებს ვეღარ მოინახულებენ ევროპაში
იულიან ბულაი
25 ოქტ, 2025 15:19
ბულაი: მოსალოდნელია, რომ ოცნება იზოლაციაში მოხვდეს, შვილებს ვეღარ მოინახულებენ ევროპაში
  • 208ნახვები

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის არჩევნებამდე განაცხადა, რომ თუ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, პარტიებს აკრძალავდნენ. ასე, რომ ისინი მხოლოდ იმ დღის წესრიგს ასრულებენ, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობდნენ. ამიტომ, ეს აღარ გვაკვირვებს. ქვეყანა ღიად იქცევა დიქტატორულ სახელმწიფოდ. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ძალადობისგან მომიტინგეების მიმართ, ვაკრიტიკებთ ამას ყველა ფორმატში და მოვუწოდებთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას. ქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ამისთვის კი აუცილებელია დემოკრატიული პროცესების პატივისცემა. საკმაოდ მოსალოდნელია, რომ ოცნების ლიდერები იზოლაციაში მოხვდნენ, შვილებს ვეღარ მოინახულებენ ევროპაში, ბევრი მათგანი იქ ცხოვრობს, ბევრიც სწავლობს. ანუ ქართული ელიტა ცხოვრობს ევროპაში, სარგებლობს ევროპის უპირატესობებით მაშინ, როცა ქართული ოცნება იწყებს სიძულვილის კამპანიას ევროკავშირის და ევროპის წინააღმდეგ. ასე, რომ ეს ბუნებრივად იმოქმედებს მათზე ამ საკითხში ჩვენ მკაცრები უნდა ვიყოთ.

თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ALDE-ს ჯგუფის თავმჯდომარემ იულიან ბულაიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა