ჩვენ ვიცოდით ამ [რუსულ კანონს] კანონს რატომ ვიღებდით, ჩვენ გამჭვირვალობა გვინდოდა. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია სუბორდინაცია, არჩევნებით არჩეული ხელისუფლება უნდა იყოს ყველაზე ლეგიტიმური. რაღაც წარმონაქმნია არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცდილობდა, რომ ყველაფერ ამაზე მაღლა დამდგარიყო. თან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ჩვენი მოქალაქისგან. გარედან დაფინანსებული ორგანიზაცია ცდილობდა, რომ ხელისუფალს და პარლამენტს შორის მდგარიყო, მის გარეშე არც ერთი საკითხი, არც ერთი კანონი არ უნდა მიღებულიყო. [...]
რა თქმა უნდა, კანონმა იმუშავა. ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს სჭირდება გამჭვირვალობა, მით უმეტეს გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების, რას აკეთებენ და როგორ მოქმედებენ. ეს ძალიან მარტივი გასაგები უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის. [...]
როგორ შეიძლება კითხვა არ დასვა ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მით უმეტეს როცა შენ გეხება, ეს ჩემთვის კარგი იქნება თუ ცუდი ?- კითხვაც არ დასვა, რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო, ცალ ფეხზე დადექი-ცალ ფეხზე დადგე. როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, რომ ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!
თქვა ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ინტერვიუს დროს.