2023 წლის დეკემბერში ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა სიტყვით და მან მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო კორუფციასთან ბრძოლა. იქიდან მოყოლებული ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები - რაღაცებს მეტი დრო დასჭირდა, რაღაცებს ნაკლები, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას - აი, დღეიდან, გუშინდლიდან შეგიძლიათ ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს.
ამბობს ქართული ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე კორუფციულ საქმეებსა და ყოფილ მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით.