ერთი კანონით როგორ მიაღწიო მრავალ შედეგს ?! ამის მაგალითია ახალი საჯარო სამსახურის კანონი. ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელის სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზირებას. მეორე მხრივ, კანონი აწესებს პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვას იმათთვის, ვინც პოლიტიკურ სანდო პირად არ მიიჩნევა ზემდგომი პირების თვალში. თავისუფალ თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ფინანსურ ახალ ზეწოლას გამოიწვევს მეორე სამსახურის აკრძალვა. და ბოლოს, ასეთი შერჩევითი წესი აკადემიური თავისუფლების კიდევ ერთ შეზღუდვას ემსახურება. ასეთ მავნებლურ კანონებს ერთისმეორეს მიყოლებით ორ-სამ დღეში რომ ინიცირებენ და ამტკიცებენ, ყოველგვარ დისკუსიის გარეშე, ხომ არ გგონიათ რომ რომელიმე იყოს თბილისში მოფიქრებული ან თუნდაც დაწერილი. გადაწერილი კი ბატონო! ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან , რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს. არა რუსულ კანონებს! პს. ცხადია განათლების კანონი თუ რეპრესიულ კანონთა მთელი რიგი ამავე ჭრილში იკითხება!
წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რეპრესიულ კანონებზე.